ძირითადი ხელშეკრულება

ხელშეკრულება

ერთის მხრივ შპს "ჰოსტნოუდსი" (შემდეგში "სერვისის მომწოდებელი") და მეორეს მხრივ მომხმარებელი (შემდეგში "სერვისის მიმღები"), ვდებთ ხელშეკრულებას
და ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით (მათ შორის მასზე ვირტუალურ სივრცეში შესაბამისად დათანხმებით), მხარეები თანხმდებიან რომ, მისი მოქმედების პერიოდში
"სერვისის მიმწოდებელი" გაუწევს 1.2 პუნქტში მოცემულ მომსახურებას "სერვისის მიმღებს" მისი ნების საფუძველზე.
1.2 ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განსაზღვრული მომსახურება გულისხმობს ვებ-სერვისების მიწოდებას "სერვისის მიმღებისთვის",
კერძოდ, გამოყოფილი სერვერების, ვირტუალური სერვერების, გაზიარებული ჰოსტინგის, ელ. ფოსტის, ფაილების საცავის და სხვა მომსახურებას,
რომელიც არ ცდება ვირტუალურ ზონას და მხოლოდ მისთვისაა გამიზნული.

2. ხელშეკრულების შინაარსი
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ დროულად და ზუსტად შეასრულებენ თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს თითოეული თავის მხრივ.
2.2 ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია გარკვეული მიზეზებით,
წინასწარ აცნობებენ მეორე მხარეს გონივრული დროის ფარგლებში და მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას
მომსახურების შეჩერების, შეწყვეტის ან/და მისით არ სარგებლობის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ანაზღაურება
3.1 მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების საფასური, რომლითაც სარგებლობს "სერვისის მიმღები" მხარე დროულად იქნება გადახდილი, 3.2 პუნქტში მოცემული
დროების შესაბამისად, მიუხედავად იმისა იქნება ეს ერთჯერადი მომსახურება თუ მრავალჯერადი.
3.2 "სერვისის მიმღები" მხარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს "სერვისის მომწოდებელს" მიერ გენერირებული და ოფიციალურად გაგზავნილი
ინვოისი 3.3 პუნქტში მოცემული დროის ფარგლებში
3.3 მომსახურების საფასურის დანიშნულ დროს გადაუხდელობის შემთხვევაში, საპატიოდ ჩაითვლება 5 (ხუთი) კალენდარული დღე,
რის შემდეგაც "სერვისის მომწოდებელი" იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუჩეროს მომსახურება "სერვისის მიმღებს".

4. თანხის დაბრუნება
4.1 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია "სერვისის მიმღებს" დაუბრუნოს კონკრეტული მომსახურების მოწოდებისთვის გადახდილი კუთვნილი თანხა იმ შემთხვევაში თუ
"სერვისის მომწოდებელი" ვერ უზრუნველყოფს შეპირებული მომსახურების მიწოდებას ან/და მიწოდება ხდება ხარვეზით, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ
"სერვისის მომწოდებლის" დაუდევრობით/მომსახურების გაუმართაობით და არ ხდება პრობლემის აღმოფხვრა, მიუხედავად "სერვისის მიმღების" მიერ "სერვისის მომწოდებლისთვის" ამის შესახებ წერილობით ან/და სხვა კომუნიკაციის საშუალებით ინფორმირებისა,
შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
4.2 "სერვისის მიმღებს" არ შეუძლია თანხის დაბრუნება მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ხარვეზი უკავშირდება 4.3 პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებს
4.3 ტექნიკის ქარხნული წუნი, ინტერნეტპროვაიდერის მიერ ქსელის გათიშვა სხვადასხვა მიზეზით, ჰაკერული შეტევა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.
4.4 "სერვისის მიმღები" ვალდებულია ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ამის შესახებ "სერვისის მომწოდებელს".
4.5 "სერვისის მიმღები" ვალდებულია თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დეტალურად აღწეროს აღნიშნული ქმედების მიზეზი.

5. მხარეთა ვალდებულებები
5.1 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია გამართოს და მონიტორინგი აწარმოოს თავის კუთვნილებაში არსებული ტექნიკის. იზრუნოს მის განახლებასა თუ უსაფრთხოებაზე.
5.2 "სერვისის მიმღები" ვალდებულია გონივრულად გამოიყენოს "სერვისის მომწოდებლის" მიერ შეთავაზებული მომსახურების რესურსები.
5.3 "სერვისის მიმღები" ვალდებულია სწორად შეავსოს პირადი ინფორმაცია და შეცვალოს ის საჭიროების შემთხვევაში დროულად.

6. კონფიდენციალურობა
6.1 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია არ გაანდოს მესამე პირს "სერვისის მიმღების" პირადი ინფორმაცია ან/და სხვა მის საკუთრებაში არსებული რესურსები
გარდა 6.2 პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზებისა.
6.2 საქართველოს ან/და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დეტალური ინფორმაციის ოფიციალურად მოთხოვნა.
6.3 "სერვისის მომწოდებელს" უფლება აქვს გამოიყენოს "სერვისის მიმღების" პირადი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ შიდა ანალიზისა თუ გადაწყვეტილებებისთვის.

7. სარეზერვო ასლები
7.1 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია აწარმოოს ფაილების, ბაზების, ელ. ფოსტის სარეზერვო ასლების შენახვა დაცულ საცავში წინასწარ დადგენილი დროის პერიოდულობითა და რაოდენობით, თუ ამას ითვალისწინებს "სერვისის მიმღების" მიერ არჩეული მომსახურების სახე.
7.2 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია "სერვისის მიმღების" მოთხოვნის საფუძველზე აღადგინოს/გაუგზავნოს მფლობელს
სარეზერვო ასლები თუ არ ფიქსირდება რომელიმე ხარვეზი, რომელიც ჩამოთვლილია 4.3 პუნქტში.
7.3 "სერვისის მომწოდებელი" არ არის ვალდებული აწარმოოს გადაუხდელობის ან/და სხვა მიზეზით შეჩერებული ანგარიშების სარეზერვო ასლების შენახვა.
7.4 "სერვისის მომწოდებელი" იტოვებს უფლებას "სერვისის მიმღებს" შეუჩეროს სარეზერვო ასლების შენახვის ავტომატური პროცესი თუ მისი მოხმარებული დისკური მოცულობა
აღემატება 5 გბაიტს, სანამ მათ შორის არ მოხდება შეთანხმება დამატებითი მომსახურების მიწოდებაზე.
7.4ა "სერვისის მომწოდებელი" არ არის ვალდებული მოხმარებული 5 გბაიტი დისკური მოცულობის შემცირების შემთხვევაში "სერვისის მიმღებს" აღუდგინოს მომსახურება ავტომატურად.
7.5 "სერვისის მიმღები" ვალდებულია პერიოდულად იქონიოს პირადი სარეზერვო ასლები და საჭიროების შემთხვევაში აღადგინოს ისინი.

8. ფაილებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა
8.1 მე-8 მუხლი არ ეხება "სერვისის მიმღების" სარეზერვო ფაილებს, რომელის განსაზღვრებებიც მოცემულია 7 მუხლში.
8.2 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია შეინახოს "სერვისის მიმღების" კუთვნილი ფაილები, ბაზები და ელ. ფოსტა არაუმეტეს 180 კალენდარული დღისა, მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში. მოცემული დროის შემდეგ "სერვისის მომწოდებელს" უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია თავისი სისტემიდან.
8.3 "სერვისის მიმღების" ფაილების, ბაზებისა და ელ. ფოსტის შენახვის დრო შეიძლება დადგინდეს ინდივიდუალურად მისი დისკური მოცულობის მოხმარების მიხედვით ან/და მომსახურების სახის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია წინასწარ აცნობოს "სერვისის მიმღებს" მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა,
სანამ მოხდება სისტემიდან ინფორმაციის წაშლის პროცესის დაწყება.

9. სერვისის უწყვეტობა
9.1 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია "სერვისის მიმღებს" მიაწოდოს მომსახურება არაუნაკლებეს 99.9% უწყვეტობისა თუ მომსახურების წყვეტა არ არის
გამოწვეული 4.3 პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზებით.
9.2 "სერვისის მომწოდებელი" ვალდებულია დაუბრუნოს კუთვნილი თანხა "სერვისის მიმღებს" თუ მომსახურების წყვეტა გამოწვეულია "სერვისის მომწოდებლის" ბრალეულობით.

10. აკრძალული კონტენტი
10.1 "სერვისის მიმღები" ვალდებულია დაიცვას როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის კანონმდებლობა და მიწოდებული მომსახურება გამოიყენოს კანონის ფარგლებში.
10.2 "სერვისის მომწოდებელი" იტოვებს უფლებას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს მომსახურება, სანამ არ მოხდება
"სერვისის მიმღების" მიერ შესაბამისი ქმედებების მიღება. "სერვისის მიმღების" მიერ ქმედებების არ განხორციელების შემთხვევაში კი სრულად წაშალოს ინფორმაცია საკუთარი სისტემიდან დაუკითხავად.

11. დავების გადაწყვეტა
11.1 მხარეები თანხმდებიან რომ წამოჭრილი სადაო საკითხების განხილვა მოხდება მოლაპარაკების გზით.
გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში ორივე მხარეს სრული უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და გადაჭრან სადაო საკითხები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად.

12. დასკვნითი დებულებები
12.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის (მათ შორის მასზე ვირტუალურ სივრცეში შესაბამისად დათანხმებით) დღიდან, მხარეთა მის გაუქმებამდე.
12.2 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა/გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
12.3 ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების შესახებ მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით.
12.4 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და მას გააჩნია სრული იურიდიული ძალა.


შპს "ჰოსტნოუდსი"

info[at]hostnodes.ge
საქართველო, ზუგდიდი,
დ. აღმაშენებლის ქ. 84