ჰოსტინგზე მიმდინარე ცვლილებები

Wednesday, October 18, 2017

ჰოსტინგზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით გაგაცნობთ ინფორმაციას.

ბოლო ხანებში ჰოსტინგზე გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ეს უკავშირდებოდა დოს შეტევებს, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა; საფორთის აქტიურობას, „დასაწყისში კარგი სტარტით“ და ცუდი გაგრძელებით, რაც ახალი ჰოსტინგებისთვისაა დამახასიათებელი; ასეევე, სერვერის ბოლო დროინდელ არასტაბილურობასა და სხვა წვრილმანებს.

გავაანალიზეთ პრობლემები. განვახორციელეთ ცვლილებები. ამასთანვე, დავისახეთ შესაბამისი მიზნები, რომლებიც გვსურს გაგაცნოთ.

Pay More, Worry Less

  • მომხმარებლების მკვეთრი ზრდა და გაუარესებული სერვისი. კარგი სტარტისა და ბაზარზე სწორი ორიენტირების შედეგად, მომხმარებლთა რაოდენობა აქტიურად იზრდებოდა. თუმცა თვეების შემდეგ აშკარად შეიმჩნეოდა სერვისის გაუარესება, როგორც საფორთის ასევე, სერვერული სტაბილურობისა თუ სისწრაფის კუთხით.

    მიზეზი: კომპანიას არ აღმოაჩნდა ადამიანური თუ ფინანსური რესურსი, რათა გაზრდილიყო. მიღებული შემოსავლები ამის საშუალებას არ იძლოდა.

    გადაწყვეტილება: ფასების ზრდა. 

 

ჰოსტნოუდსი დასაწყისში მხოლოდ ბიზნეს კლასის ჰოსტინგით შემოიფარგლებოდა, თუმცა შემდგომ ხელმისაწვდომობის მიზნით ბიუჯეტური პაკეტები დაემატა. ძალიან დაბალმა ფასებმა ცხადია ბევრი მომხმარებელი მიიზიდა. თუმცა ამგვარმა კომპრომისმა, ცუდმა და დაბალმა საფასო პოლიტიკამ, სერვისის ხარისხი მკვეთრად დაწია.

მოსალოდნელი შედეგი:  ნაკლები მომხმარებელი - სერვისის მაღალი ხარისხი. მომხმარებლის ზრდასთან ერთად კი კომპანიის ზრდის შესაძლებლობა.

 

რა პაკეტები გვექნება სერვისში?

გამოიყოფა ბიზნესისა და პერსონალური საიტებისთვის განკუთვნილი პაკეტები.
პერსონალური პაკეტები - საიტებისთვის, რომელსაც მაღალი მოთხოვნები არ გააჩნიათ.
ბიზნეს კლასის - მზარდი, დიდი და საქმიანი საიტებისთვის.

ორივე შემთხვევაში აქცენტი ხარისხზეა გაკეთებული. ამასთანავე, გპირდებით "სუპერს სწრაფ" საიტებს, ახალი სისტემური განახლებებით განსაკუთრებით Wordpress მოხმარებლები იხეირებენ. .

როგორ დადგინდა ფასები?

ფასების დადგენისას, გავითვალისწინეთ როგორც ჩვენი კომპანიის ინტერესები, ასევე ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე არსებული ჰოსტინგები და შევეცადეთ მომსახურეობის ღირებულება მათთან შედარებით ცოტაოდენ დაბალი ყოფილიყო.

ჩვენს სერვერზე გამოყენებული ტექნოლოგიები კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, იმავე ფასში უფრო მაღალი წარმადობა, სისწრაფე და შესაბამისად ხარისხიც მიიღონ.

მოვიყვანოთ რამდეინმე უცხოური ჰოსტინგის მაგალითი(ფასები მოცემული ფასდაკლებების გარეშე):

ყველაზე დაბალი პაკეტები, რომლებიც 1 საიტზეა განკუთვნილი:

Godaddy - 8$ + 2$(ბექაფირება) = 25 ლარს
Hostgator
- 11$ + 2$ (ბექაფირება)= 30 ლარი

მართალია ამ პაკეტებზე მეტი GB განკუთვნილი, მაგრამ სისწრაფითა და წარმადობით მკვეთრად ჩამორჩება ჩვენს პაკეტებს.

რაც შეეხება ქართულ ჰოსტინგებს:

გავითვალისწინეთ ბაზარზე არსებული 4 წამყვანი ჰოსტინგი. ჩვენი ფასები მათ საფასო პოლიტიკასთან მიახლოებულია, თუმცა შედარებით დაბალია. სხვა ქართული ჰოსტინგების წარმადობაზე კი სწორედ, იმავეს თქმა შეგვიძლია, რაც უცხოურებზე.

ახალი პაკეტები შეგიძლიათ იხილოთ Hostnodes.Ge-ზე.

როდის განხორციელდება ფასებთან დაკავშირებული ცვლილებები და როგორ გადანაწილდებიან მომხმარებლები ახალ პაკეტებზე?

ცვლილებები განხორციელდება 1 ნოემბრიდან. მომხმარებლები კი გამოყენებული რესურსებისა და ამჟამინდელი პაკეტების შესაბამისად გადანაწილდებიან ახალ პაკეტებზე.

შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ინვოისები ახალი ფასების მიხედვით დაგენერირდება.

დამატებითი კითხვები:

1. რა ღონისძიებები გაატარეთ დოსისგან თავდასაცავად?

სერვერები განვათავსეთ დათაცენტრში, რომელიც იცავს სერვერს დოს შემოტევისგან. წინა დათაცენტრიც გვიცავდა შეტევისგან, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დონემდე, შემდგომ კი წყვეტდა დაცვას. ამჟამინდელ დათაცენტრს კი მეტი შესაძლებლობა აქვს.

ანუ გამორიცხულია, რომ დოსის გამო სერვერი გაითიშოს?
ამჟამად, ყოველდღიურად მიმდინარეობს დოს შემოტევები, რომლის ზომაც ხშირად ათეულ გეგაბაიტსაც აღემატება. მაგრამ თუ ამჩნევთ რამეს?! არა, რადგან დოსი იბლოკება.
თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დიდ ჰოსტინგებზე ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი.

2.  რამდენად სტაბილური იქნება სერვერები?

სერვერების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს, სერვერის uptime-თან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველთვე გამოქვეყნდება და შეძლებთ თვალყურის დევნებას.

3. თუკი ახალი პაკეტებით დადგენილ ლიმიტს ვაჭარბებ (მაგ: დაშვებულია 1 დომეინის გამოყენება და იყენებთ 4) ამ შემთხვაში ცვლილებები როგორ შემეხება?

ასეთ შემთხვევაში, დომეინები არ წაიშლება. უბრალოდ, აღარ მოგეცემათ ახალი დომეინების დამატების შესაძლებლობა.




სხვა სიახლეები:

  1. 1.     უქმდება რეფერალური სისტემა.  უახლოეს მომავალში ჩაენაცვლა უფრო მოქნილი და გამოყენებადი ალტერნატივა. უკვე დაგროვილი თანხა კი მომხმარებლებს ჰოსტინგის ბალანსზე დაერიცხებათ.
  2. 2.     ცოდნის ბაზა გამდიდრდება სტატიებით.  გახსნილი ბილეთების 80%-ში არ არის ტექნიკური ჯგუფის ჩართვის აუცილებლობა, რადგან მეტწილად უმეტესი მოთხოვნების შესრულება მომხმარებლებსაც შეუძლიათ. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია.
  3. 3.     იგეგმება სხვა სიახლეებიც, რომელსაც პერიოდულად შეგატყობინებთ.

 

«Tillbaka